Friday, July 15, 2011


1.პროექტის სახელწოდება-ჯეჯილი.

2.პროექტის მთავარი იდეა-რა არის ჯეჯილი?რა უშლის და რა ეხმარება ზრდა-განვითარებაში?

3.პროექტის აქტუალობა-მოსწავლეები დაინახავენ რა გზას გაივლის ჯეჯილი ვიდრე პური გახდება.თავთუხის რთული გზა პურამდე გაუჩენთ სურვილს ყაირათიანად მოიხმარონ ის.

4.პროექტის მიზნები-ინტერესი გარემომცველი სამყაროს კვლევის,სიახლეთა აღმოჩენის და შეცნობის მიმართ.

5.მონაწილეთა ასაკი-IV კლასი,10 მოსწავლე.

6.ვადები/ხანგრძლივობა-1 თვე.

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას-საპრეზენტაციო თემა.

8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები-წიგნი,თაბახის ფურცელი,პურის მარცვლები.

9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები)-გაკვეთილის დასაწყისში კლასს შევთავაზებ საპრეზენტაციო თემას.გავაცნობ შინაარსს.მოსწავლეებთან ერთად განვსაზღვრავ თუ რამდენი დღე დასჭირდებათ სამუშაოს შესრულებაში.
    დავყოფ კლასს ჯგუფებად,რომლებიც გადაინაწილებენ საქმიანობებს.
    დაგეგმილი საქმიანობის შესაბამისად იწყებენ დავალების შესრულებას.

10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი-ჯგუფური მუშაობის უნარის განვითარება.

11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი)-ნ.მიმინოშვილი.

12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა-n.miminoshvili2011@gmail.com

13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი-n.miminoshvili.blogspot.com